აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2018 22:21

აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის

მნიშვნელოვანი

  • საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებულია, უფრო რბილად ვთქვათ, ნაწყენია, თუმცა ამისთვის ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

სხვა სტატიები

საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებულია, უფრო რბილად ვთქვათ, ნაწყენია, თუმცა ამისთვის ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა: „საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თქვენ დაბრუნდით პოლიტიკაში, კამპანიის დაწყებამდე არავის ჰქონდა განცდა, რომ ეს არჩევნები ამდენად მნიშვნელოვანი გახდებოდა. რა შედეგს ელოდით პირადად თქვენ და რით ახსნით, რომ დღეს არჩევანი არსებობს შავსა და თეთრს შორის და პოლიტიკური სპექტრი ასეთი პოლარიზებულია“.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ჩანდა, რომ გუნდურობა დაიკარგა, ასევე პრობლემები იყო მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობაში.

„დაბრუნების მიზეზი მცოდნია, როგორც ჩანს და ჩემზე კარგად ხედავდა ხალხი. ესეც აჩვენა პირველმა ტურმა და არჩევნებმა, რომ ხალხი გაბრაზებულია. უფრო რბილად ვთქვათ, ნაწყენია, თუმცა ამისთვის ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს. ის, რომ პრობლემები იყო, ჩანდა. პირველსავე ინტერვიუში, როცა პირველ არხს მივეცი ინტერვიუ, აღვწერე, როგორ განვითარდა პროცესი, როდესაც მთავრობის მეთაურმა დატოვა თანამდებობა. პრობლემები ჩანდა, რომ გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო ძალიან შესუსტებული, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი, ჩართულობა გუნდის წევრების იყო ძალიან დაბალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, იგივე შეინიშნებოდა რეგიონებშიც, სადაც პრობლემები არსებობდა მერებისა და საკრებულოების ურთიერთობებში.

„იგივე ხდებოდა ზუსტად რეგიონებშიც. პირველი ტურის შემდგომ მრავალჯერადი შეხვედრა მქონდა ყველა მუნიციპალიტეტთან – მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, შტაბების უფროსების. სამწუხაროდ, რასაც ვხედავდი, იგივე იკვეთება, რომ ძალიან ბევრ მათგანში იგრძნობოდა მსგავსი პრობლემა, რაც იყო მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობაში, რომელიც არ იყო კარგი. ისეთივე დამოკიდებულება იკვეთება ბევრ რეგიონში. პრობლემაა მერსა და საკრებულოს შორის ურთიერთობაზე, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემებზე, რომელიც უხვად გვაქვს და უხვად აქვს ჩვენს ქვეყანას, გუნდი გაერთიანდეს, მხარი მხარს შეუდგან და ამ შემთხვევაშიც კი რთულია პრობლემების დაძლევა, დაეხმარონ ერთმანეთს და მაქსიმალურად შეუმსუბუქონ ხალხს გაჭირვება, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ამას არ ვმალავდით, დღესაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ეკონომიკა გვაქვს, როგორიც გვაქვს. ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ღარიბ ქვეყნებში გავდივართ.

ამ დროს ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა, რომ საზოგადოებას გაჭირვების ფონზე მაქსიმალური გრძნობადობა ჰქონდეს, რომ ეს მისი ხელისუფლებაა, მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს, რომ მათ ყოფა შეუმსუბუქოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ხალხი აშკარად განაწყენებულია და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი გაჩნდა.

„რა თქმა უნდა, აქ იყო პრობლემები, მე დავინახე და შეიძლება, ცოტაც დავაგვიანე, თუ არ დავაგვიანე, მაგრამ ხალხის რეაქციას თუ ვნახავთ, ხალხი არის აშკარად განაწყენებული, აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2018 22:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics