“აშკარაა, რომ უკრაინა იმარჯვებს და პუტინი აგებს” – ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი რადაკინი

დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სამხედრო ოფიცერმა, თავდაცვის შტაბის უფროსმა ადმირალმა ენტონი რადაკინმა თქვა, რომ უკრაინა მოიგებს ომს.

“უკრაინა იმარჯვებს, რადგან ის არის ეგზისტენციალურ ბრძოლაში გადარჩენისთვის… და ის გადარჩება. უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალი უკვე გარანტირებულია”-განაცხადა ადმირალმა.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება ბევრად აღემატება იმას, რაც ბრძოლის ველზე ხდება.

ადმირალის თქმით, უკრაინა „გლობალური წესებისა და გლობალური ღირებულებების დაცვის წინა პლანზეა“.

banner
წინა სტატიაშიდროებით ოკუპირებულ ნოვოაზოვსკში უკრაინელი სამხედროების ავტობუსები აზოვსტალიდან ჩავიდნენ
შემდეგი სტატიალეგიონ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ