აშანტაჟებენ თუ არა კობა გვენეტაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით – “ეროვნული ბანკის” პრეზიდენტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა

საბანკო რეგულაციები და TBC-ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო მთავარი საკითხები, რაზეც კობა გვენეტაძემ პარლამენტში ისაუბრა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით დეპუტატების კითხვები შეეხო იმას, თუ რამდენად სამართლიან პირობებში აღმოჩნდა TBC ბანკი და გაურთულდათ თუ არა მომხმარებლებს სესხების აღება.

დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვა – აშანტაჟებენ თუ არა კობა გვენეტაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა.

რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს, კობა გვენეტაძის განმარტებით, სამომხმარებლო სესხები შემოწმების გარეშე გაიცემოდა, რაც დასარეგულირებელი იყო.

„სამომხმარებლო სესხები, რომელიც გაიცემოდა აბსოლუტურად ყოველგვარი შემოსავლის შემოწმების გარეშე, უფრო და უფრო იზრდებოდა და საშიშ დონეს აღწევდა, აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მიღება. ეს ნიშნავდა ვალაუვალობას იმ მსესხებლების, რომლებიც ვერ ახერხებდნენ გადახდას, დაკარგულ ბინებს, დაკარგულ ქონებებს,“ – ამბობს გვენეტაძე.

თიბისი ბანკის საქმეზე საუბრისას კი კობა გვენეტაძე ამბობს, ამბის გასაჯაროებამდე ეროვნული ბანკი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით ცდილობდა პრობლემის მოგვარებას.

„თიბისი ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველი ზომები, მე მოვყევი ქრონოლოგიურად ის, თუ რა ხდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა ზომებს იღებდა ეროვნული ბანკი, რომ ეროვნული ბანკი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ საკითხის გამოსწორებას სხვადასხვა გზით და ფაქტობრივად, ასევე მივეცი ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა, რა ზომები მიიღო ეროვნულმა ბანკმა,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიასე გამოიყურება მარტვილში დამწვარი მამათა მონასტერი
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში აბიტურიენტებს ჰპირდება, რომ “ქართული ოცნება” დანაპირებს შეასრულებს და გამოცდები გაუქმდება