,, ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება”

სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიაში ცდომილება 2,7%-ია. ამის შესახებ განცხადება, ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

დავით სერგეენკოს თქმით, რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება.

მინისტრის ინფორმაციით, იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, 108 ათასიდან 157 ათასამდე გაიზარდა, თუმცა სერგეენკოს თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რაოდენობის ზრდა, სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიის ცვლილებით არის განპირობებული.

„აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც სოციალური დახმარების მინიჭების. ასე, რომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება და შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება. ამის პროცენტიც იზომებოდა წლების განმავლობაში და 2015-2016 წლებში ცვლილებების გატარებამდე, ეს იყო 5,1% და ახლა შემცირდა 2,7%-მდე, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება.

სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიის ცვლილების ძირითადი ნაწილი მიმართული იყო რამდენიმე სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. ერთი – მინიმუმამდე ჩამოსულიყო სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა შემფასებლისგან და მეორე – საჭიროებები ორიენტირებული ყოფილიყო უფრო მათზე, ვისაც მაქსიმალურად სჭირდებოდათ ეს,“ – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება – ჭიაბერაშვილი სერგეენკოს მიმართავს
შემდეგი სტატიარა მიწით იყო დაინტერესებული „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ და რატომ – ქობულიას კომენტარი