“ასეთმა კომპანიებმა არათუ მერიის ტენდერებში, საერთოდ სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მრგვალ ბარში არსებული მდგომარეობა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მერმა საკუთარ მოადგილეს დაავალა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მრგვალ ბაღში მუშაობა აღარ გააგრძელოს.

როგორც კალაძემ განაცხადა, 2 თვის განმავლობაში ბაღში არაფერი გაკეთებულა.

„მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან – იქეთ, ხან – აქეთ. გადათხრილი და განადგურებულია ყველაფერი. ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს. 2 თვეა უკვე პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ. არ ვარგა ეს დამოკიდებულება. სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ სჭირდებათ შესაბამისი პასუხი. ასეთმა კომპანიებმა არათუ მერიის ტენდერებში, საერთოდ სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა”,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : ბრიუსელში მამუკა ბახტაძეს ჰქონდა სტუმრებთან, მათ შორის ვლადიმირ ზელენსკისთან კომუნიკაციის საშუალება
შემდეგი სტატიამირეკავენ დაშიფრული ნომრიდან არის მუქარის ტონის ზარები – მაჩალიკაშვილი