ასეთია თამაშის წესები – პატრონი იმდენად გეჯავრება, რომ ფეხებზე გკიდია მისი რეალური ინტერესების დაცვა – ხუხაშვილი ღარიბაშვილის წერილზე

“გასაგებია ევრო-კომისიისადმი ღარიბაშვილის წერილის მიზანი – თუ ევრო-კომისია უარყოფს ბიძინას ოლიგარქობას, მაშინ ეს იქნება ძლიერი არგუმენტი “კრედიტ-სვის”-თან დავაში.
ანუ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩართულია კერძო პირის ინტერესების საჯარო პოლიტიკურ ლობირებაში კერძო დავასთან დაკავშირებით.
ამას თავი რომ გავანებოთ, სავსებით ცხადია, რომ ამგვარ, დასავლური სტანდარტით ველურ, მოქმედებებს იმის საწინააღმდეგო შედეგი მოყვება, რასაც ღარიბაშვილი ისახავს მიზნად – ანუ, მისი ეს მორიგი მოქმედება იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბიძინა ოლიგარქია და აკონტროლებს პრემიერს.
ვერ ხვდებიან ამას?
რა თქმა უნდა ხვდებიან, მაგრამ ასეთია თამაშის წესები – პატრონი იმდენად გეჯავრება, რომ ფეხებზე გკიდია მისი რეალური ინტერესების დაცვა, მაგრამ მუდმივად ახდენ იმის დემონსტრირებას, რომ მასზე “ზრუნავ”. -წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე, რომელიც მან ევროკომისიის პრეზიდენტს მიწერა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს – მიშელი
შემდეგი სტატიავიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მიწოდების მარშრუტია ევროკავშირში, რომელიც წლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის – ლაიენი