ასეთი წარმატებული მინისტრის თანამდებობიდან ჩამოცილება საქმეს ნამდვილად არ წაადგება – წიკლაური სერგეენკოზე

ასეთი წარმატებული მინისტრის თანამდებობიდან ჩამოცილება საქმეს ნამდვილად არ წაადგება – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, უმრავლეოსბის ყოფილი დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს.

წიკლაურის აზრით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავით სერგეენკოს საქმიანობა მოღვაწეობადაც კი შეიძლება შეფასდეს.

„დავით სერგეენკო არის პროფესიონალი, გულისხმიერი და საკუთარი საქმისადმი თავდადებული ადამიანი. საქართველოში ძნელად მოიძებნება ისეთი წარმატებული სფერო, როგორიც ჯანდაცვის რეფორმაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამ პროგრამის წარმატებულობაში ლომის წილი მიუძღვის დავით სერგეენკოს, რომლის საქმიანობაც ნამდვილად იყო მოღვაწეობა. ასეთი წარმატებული მინისტრის თანამდებობიდან ჩამოცილება საქმეს ნამდვილად არ წაადგება“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს საერთაშორისო ავტორიტეტს
შემდეგი სტატიაყველას სტუდენტს მოვუწოდებ დამიდგნენ გვერდში, ამ სიბოროტის აღმოსაფხვრელად – მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა