“ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მხოლოდ მაძლიერებს” – თავდაცვის მინისტრი თამაზ მეჭიაურს პასუხობს

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, თამაზ მეჭიაურს პასუხობს.

 

“ვადასტურებ, რომ კომპიუტერული თამაშები არ მითამაშია, ამისთვის არასდროს მეცალა, ეს ცუდი ამბავი არ არის. ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მე მხოლოდ მაძლიერებს და საკუთარი არჩევანის სისწორეს მიმყარებს,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი, რომლის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.
ცნობისათვის, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა: „პრემიერს ვურჩიე, რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენოს, რადგან არის არაადეკვატური და შეიძლება, შარში გაგვხვიოს. ელემენტარულად, თავდაცვის მინისტრს კომპიუტერულ თამაშებში მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. სათამაშო არ არის ეს ქვეყანა, ხან ტანკი შემოიყვანოს, ხან გაიყვანოს,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნატო-ს მიერ ლიცენზირებული ასეული ეყოლება
შემდეგი სტატიაახალი ზელანდიის პრემიერი პარლამენტიდან გააძევეს