ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ფიშერი ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე

ასოცირების საბჭოს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო არის ევროკავშირის წევრობის გზაზენ და ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს. საქართველო არის ევროკავშირის წევრობის გზაზე. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი იყო შეძლებისდაგვარად სწრაფი და შეუფერხებელი. ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მხრიდან მოლოდინები შავით თეთრზე წერია ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ცხრა ნაბიჯზე წინსვლის შემთხვევაში, ჩვენ გვექნება გაწევრიანების მოლაპარაკებები და შემდეგ იქნება თავების მიხედვით მოლაპარაკებები. ამისთვის ინტესიური დიალოგი, რეგულარული შეხვედრები უმაღლეს დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – ვისურვებდით, როგორი ინტერესიც არის ჩინეთის მხრიდან, ასეთივე ინტერესი იყოს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 2024 წელს, ნარკოდანაშაულისთვის 270 პირს, მათ შორის 41 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა