“ასეთი სამართლიანია ევროპა, დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს”- მიშველაძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ევროპელ მეგობრებს მადლობას უხდის.

მიშველაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეჩერდა, დროულ და სამართლიან ნაბიჯად აფასებს.

“ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან დროული იყო, ასე ვთქვათ, მაშველი რგოლი, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“-თან მიმართებაში მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი იყო და ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. აი, ასეთია ევროპა, ასეთი სამართლიანია და საქართველო აქეთკენ მიისწრაფვის. შესაბამისად, ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ იმას, რომ გვქონდეს ასეთი მაღალი დემოკრატიის ქვეყანა”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% მის კუთვნილ შპს „პანორამას” მიაკუთვნა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე, დროებით შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი: „რუსთავი 2“-ში ცენზორად არ დავბრუნდები
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდა რუსთავი2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა – ქორიძე