ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მილანში საკონსულო გაიხსნა, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება და წერს, რომ მსგავსი რამ მსოფლიო პრაქტიკაში არ ახსენდება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, მილანში საკონსულო უკვე იყო გახსნილი.
“ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს !!!
მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას?
ერთი იმით რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ @@მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და შოპინგობენ.
მეორე რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია ( მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელისჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფას დაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს ამიტომ)
ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა რომ ყველაცერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს.