“ასეთი რამ, არც ერთ მთავრობას უკადრია” – “დემოკრატიული მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

“დემოკრატიული მოძრაობა” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კანონის პირველი მოსმენით მიღებას უკანონობას უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს პარლამენტმა, გუშინ, უპრეცედენტო დარღვევა და უკანონობა განახორციელა. 78 დეპუტატმა, პირველი მოსმენით მიიღო, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც “დემოკრატიულ მოძრაობას”, “პატრიოტთა ალიანსს” და “ლეიბორისტულ პარტიას” ყველა კანონის, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევთ უნდა წაართვან, მათი კუთვნილი უფასო სარეკლამო დროის ნახევარზე მეტი და უსირცხვილოდ გადაუნაწილონ იმ ერთ პროცენტიან პარტიებს, რომლებმაც მხოლოდ ივანიშვილის ხათრით მოიპოვეს დეპუტატის მანდატები.

78 დეპუტატმა, მხოლოდ და მხოლოდ იმ პრივილეგიით, რომ აქვთ ხმის მისაცემი პულტები, მხარი დაუჭირა არასპარლამენტო ოპოზიციისთვის კუთვნილი საარჩევნო რესურსის წართმევას და სრულიად დაუმსახურებლად, მის სხვისთვის ჩუქებას.

ასეთი რამ არ უკადრია, დღემდე არც ერთ მთავრობას. “ქართულმა ოცნებამ” ამ საქციელით ხმამაღლა განაცხადა, რომ კანონი მისთვის არაფერს წარმოადგენს, კანონი არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ”, “რესპუბლიკურმა პარტიამ”, “თავისუფალმა დემოკრატებმა”, “მრეწველებმა”, “კონსერვატორებმა” და “ფორუმმა” ის საკუთარ თავზე მოირგონ.

“დემოკრატიული მოძრაობა” უსვამს კითხვას, ყველა იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერს, რომელმაც სხვისი მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე გადაწყვიტა საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა. დავით უსუფაშვილს, ირაკლი ალასანიას, გოგი თოფაძეს, ზვიად ძიძიგურს, გუბაზ სანიკიძეს –

„ბატონებო, უსამართლო საქციელი თქვენთვის უცხო რომ არ ყოფილა გუშინდელი კენჭისყრით სრულიად საქართველომ დაინახა. გვაინტერესებს შეძლებთ თუ არა ხმამაღლა განაცხადოთ, რომ თქვენთვის მიუღებელია ყოველივე ეს და თქვენ თანახმანი არ ხართ იხეიროთ იმით, რომ სხვას მოპაროთ მისი კუთვნილი საარჩევნო რესურსი !!!

“დემოკრატიული მოძრაობა” მოუწედებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ექსპერტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს – დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ამ უპრეცედენტო, უკანონობასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ არის შანსი მეორე მოსმენისთვის კანონი შეიცვალოს და ელემენტარული სამართლიანობა აღდგეს.

“დემოკრატიულ მოძრაობაში” ვთვლით, რომ შესაძლებელია მოიძებნოს კომპრომისი, ისე, რომ არ დაზარალდეს არავინ და უფასო რეკლამით ისარგებლოს იმ ექვსმა პოლიტიკურმა სუბიექტმაც, რომლის ინტერესერბის დაკმაყოფილებისთვისაც პარლამენტში საარჩევნო კოდექსით მანიპულირება მიმდინარეობს.

ამისათვის არსებობს რამდენიმე გზა:

1) “ოცნების” კოალიციაში შემავალმა ექვსმა პარტიამ ერთად, გადალახა ბარიერი, ხოლო “დემოკრატიულმა მოძრაობამ” “პატრიოტთა ალიანსმა” და “ლეიბორისტულმა პარტიამ” მარტომ გადალახა იგივე ბარიერი, სამარლიანი იქნება, რომ ბლოკში, ჩამონათვალში, პირველ ადგილზე მყოფი სუბიექტის კუთვნილი დრო, გადაინაწილონ ბლოკში შემავალმა დანარჩენმა სუბიექტებმა.

2) კანონით დაემატოს უფასო სარეკლმაო საეთერო დრო ტელეკომპანიებს, ოღონდ ბიუჯეტმა აუნაზღაუროს მაუწყებლებს აღნიშნული დამატებული დრო, რათა არ დაზარალდეს მათი საეთერო ბადე.
ერთმნიშვნელოვანია, რომ თუ ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია არ შეიცვლის პოზიციას, არ შეიტანს ცვლილებებს და დღეს არსებული რედაქციით მიიღებს კანონს, ეს იქნება პოლიტიკური კრიმინალი, რომელიც საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გააუარესებს და ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო კონფრონტაციულს გადის, რაც ჩვენს ქვეყანას უკვე მერამდენედ წაიყვანს რადიკალიზაციის გზით”,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამტრედია–გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება