“ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს საქართველოს მომავალს” – EPP-ის პრეზიდენტი ენმ-ს ოფისზე თავდასხმას ეხმაურება

ევროპის სახალხო პარტიის (epp) პრეზიდენტი ჯოზეფ დაული დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. დაული „ტვიტერზე“ წერს, რომ მთავრობამ მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.

„მკაცრად ვგმობ შეიარაღებულ თავდასხმასა და ძალადობას საქართველოს ოპოზიციური პარტიის – ენმ-ს ოფისზე დედოფლისწყაროში. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება და თავიან უნდა აიცილოს მომავალი ესკალაცია. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ზიანს აყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინ“, – წერს დაული.

დედოფლისწყაროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი რამდენიმე დღის წინ დაცხრილეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიზვიად ქორიძე: ბუნებრივია კონკრეტულ ფაქტებზე, სახელებსა და გვარებზე ვისაუბრეთ
შემდეგი სტატიამონადირე ტყეში ნაპოვნი უცხოეთის მოქალაქეების ცხედრების შესახებ ახალ დეტალებს ყვება