საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ქადაგებას გამოეხმაურა.
“ასეთი ოჯახი განწირულია? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი… იმედს რომ არ ტოვებს არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის?”, — თქვა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაართუო საზეიმო წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, “თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი, როგორიც მაგალითად არის აბორტი მაგალითად, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია”.როგორც მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების აღზრდა და გაძღოლა”.
















