ასეთი მოწოდება არარელევანტურია -სარჯველაძე ბაიდენისა და მაკრონის განცხადებაზე

თუ განცხადება საკუთრივ მცდარია და არასწორ საფუძვლებს ეყრდნობა, მისი ავტორი როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს, ამ მცდარ არგუმენტებსა და მოწოდებებს მართებულად ვერ გადააქცევს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვინც საქართველოში არსებული მდგომარეობა რეალურად იცის და საკუთარ დამოკიდებულებებს მხოლოდ ემოციებით არ საზღვრავს, ამ შემთხვევაში, ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ასეთი მოწოდება უბრალოდ არარელევანტურია.

ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებას. ბაიდენი და მაკრონი ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, ქართველი ხალხის სურვილი გაითვალისწინონ და ევროატლანტიკურ კურსს დაუბრუნდნენ.

banner
წინა სტატიაშიბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება ისევ ევროპის სახალხო პარტია იქნება