ლელა ჯეჯელავა ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯას „უზნეობამდე უსამართლოს“ უწოდებს. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ კონკრეტული უწყებების, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა.
„როდესაც ტერორისტულ აქტად აფასებენ, ზარალი რა გვაქვს?! ტერორისტული აქტი იმას ნიშნავს, რომ ტერორი შედგა – შემდგარია ტერორისტულ აქტი?! რაიმე დაიწვა?! ვინმე დაზარალდა?! რატომ დადგა ასეთი მკაცრი განაჩენი?! არა ვარ დარწმუნებული, რომ მამუკა მდინარაძე შურისძიებისგან შეიძლება შორს ყოფილიყო, მაგრამ მგონია, რომ ასეთი ტიპის განაჩენი არა მხოლოდ მდინარაძის გადაწყვეტილებით, არამედ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით დადგებოდა“, — განაცხადა ექსპერტმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“.
ჯეჯელავას აზრით, ხელისუფლების მსგავსი აგრესიული სადამსჯელო ზომები არა ძალის, არამედ მისი „უძალობის“ დემონსტრირებაა.
















