ასეთი ბიულეტენებით აპირებენ ბათილობით მანიპულაციას? – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დაზიანებული ბიულეტენის ფოტოს ავრცელებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, შეწყვიტოს მანიპულაცია:

“ასეთი ბიულეტენებით აპირებენ ბათილობით მანიპულაციას.

ჯერ ერთი, შეწყვიტეთ ეს მანიპულაცია!

მეორე, ამგვარი ბიულეტენი, თუ შემოხაზულია რომელიმე ნომერი, ვერ ჩაითვლება ბათილად. მთავარია, ამომრჩევლის გამოხატული ნება იკითხებოდეს, დანარჩენი ბათილობის საფუძველი არ არსებობს”,- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მე-6 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა