ასეთი ადამიანი თუ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, იქნება ძალიან დიდი – კაპანაძე ზურაბიშვილზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ეხმაურება.

სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარჩება, რადგან მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კანდიდატი ჰყავს საქართველოს პრეზიდენტობისთვის და მე მაქვს იმედი, რომ ის მხოლოდ კანდიდატად დარჩება. იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი თუ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას იქნება ძალიან დიდი,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გუშინ ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დროს საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ პოზიცია ომიდან 10 წლის შემდეგაც არ შეუცვლია.

banner
წინა სტატიაშიკონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს – ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაოთხი წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა – ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო