ერთ დღეს შეიძლება,პუტინის რუსეთში გავიღვიძოთ, – ასე აფასებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გედევან ფოფხაძე, რომელიც უკვე მესამე დღეა პარლამენტის წინ შიმშილობს.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ პროცესის მშვიდად ყურება დაუშვებელია. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის სრულ კონსოლიდაციაში და რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის დაწყებაშია.
“შეიძლება, დადგეს მომენტი, რომ ერთ დღეს გავიღვიძოთ და ვოცხოვროთ არა პროვინციული ფეოდალიზმის პირობებში, რომლადაც ჩამოყალიბდა თავიდან ივანიშვილის რეჟიმი, არამედ პუტინის რუსულ რეჟიმში, რაც ქვეყნის მომავალს ხაზს უსვამს. ამის ასე ყურება, ეს პროცესი როგორ მიდის მაგისკენ, ამის არგაპროტესტება დაუშვებელია. ასეთ ვითარებაში როგორ შეიძლება, იყო მაყურებლის როლში? მე მგონია, რომ სხვა გამოსავალი არ არის თუ არა ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდაცია და რეჟიმის წინააღმდეგ ერთანი ძალით ბრძოლა”, – ამბობს გედევა ფოფხაძე.