ასეთ უტიფარ ნაძირლობას ეკლესია აცხადებს იმიტომ, რომ გაამართლოს ილია მეორის შეშლილი იდეა – საქართველოს კორონა ვერ მიეკარებაო

“საოცარია ქართველი მართლმადიდებლების სექტანტური დაუნდობლობა და შეშლილობა. კორონავირუსით უკვე მესამე მეუფე – დიმიტრი კაპანაძე დაიღუპა. ცხადია, აუცრელი იყო. საპატრიარქო კი ოფიციალურ ნეკროლოგში, ისევე, როგორც წინა ორზე, ფაქტობრივად ამას წერს: მეუფე დიმიტრი მაინც ავადმყოფი იყო, კვდებოდა და უბრალოდ კორონამ უფრო დააჩქარა მაგის სიკვდილიო. ასეთ უტიფარ ნაძირლობას ეკლესია აცხადებს იმიტომ, რომ გაამართლოს ილია მეორის შეშლილი იდეა – საქართველოს კორონა ვერ მიეკარებაო.

ეკლესიის ოფიციალურ საიტებზე დღემდე დევს ის დამპალი დოკუმენტური ფილმი “საკვირველი სინამდვილე”, რომელიც საპატრიარქომ გადაიღო და სადაც ჩათლახი სასულიერო პირები ამისთანებს ბოდავენ. საოცარია სამღვდელოების და მრევლის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების რეაქცია: “უფალმა ნათელ წალკოტში დაამკვიდროს მეუფე დიმიტრი”. წადით თქვენი წალკოტიანად ერთი რა! რაღაცა სატანური შეთანხმება აქვთ დადებული – თვითეულმა ხომ კარგად იცის, რომ მეუფე დიმიტრი აუცრელობისაგან გარდაიცვალა, მაგრამ ერთიც არ იღებს ხმას, ისევ ფარისევლურად რაღაცა ნათლებზე და წალკოტებზე გაბღავიან. შეეძლო და შეუძლია ნაძირალა იერარქიას, რომ თავისი უზარმაზარი გავლენა ერთხელ მაინც გამოიყენოს სასიკეთოდ, ყველაფერზე რომ იმუქრებიან, აცრაზე შეეძლოთ დამუქრება, ვინც არ აიცრება, არ ვაზიარებთ, ეკლესიაში არ შევუშვებთ, ბოლოს და ბოლოს, ვინც აუცრელი კორონასგან გარდაიცვლება, თვითმკვლელად ჩავთვლით და წესს არ ავუგებთო, მაგრამ არა, ეს დამპალი მეუფემამაოები, ამ დამპალი ცხოვრებისაგან უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდებული საცოდავი ადამიანის მიერ თავისი თანამოძმეების ცხოვრების ოდნავ გაუმჯობესებისათვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვას თვითმკვლელობად თვლიან და ასეთს არ უგებენ წესს”,-წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე: ეს არის კლიშეები, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის, ეს კარგად ვიცით ჩვენ
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით