8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

“ასეთ წესიერ კაცს მხარს არც ხელისუფლება დაუჭერს და არც რუსეთი”- ბექა კობახიძე მეუფე ისაიას შესაძლო პატრიარქობაზე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  საუბარი და უფრო სურვილი მუსირებს, რომ ეგებ მეუფე ისაია გახდეს პატრიარქი.

“მე მასთან, როცა ევროკავშირის მისიაში ვმუშაობდი, წლების მანძილზე მქონდა საკმაოდ ახლო, ხშირი და მეგობრული ურთიერთობა. ზედმიწევნით ვიცი მისი ნაკეთები საქმეები. არც ერში და არც ბერში ასეთ წესიერ, თავმდაბალ და ხალხისთვის მშრომელ ადამიანს ბევრს არ ვიცნობთ.

აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად გამოვრიცხავ მას სურდეს არსებული დაპირისპირებების, კლანური გაწევ-გამოწევების სათავეში მოქცევა. თავადაც რომ უნდოდეს, ასევე გამოვრიცხავ ასეთმა წესიერმა კაცმა ქოცებისგან, სინოდის უმრავლესობისგან და რუსებისგან მიიღოს მხარდაჭერა.

ისტორიკოსისთვის ყველაზე გასაგები ანალოგია რომ ვთქვა: წარმოვიდგინოთ, რომ ალეკო მიქაბერიძეს მოუნდეს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობა, ისინიც რომ ადგნენ და აირჩიონ.

ხომ ვერ წარმოვიდგინეთ? ასეა ეს ამბავი”,_ წერს ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: რას აუხირდით ერთი ივანიშვილის ზებრას სათნო მეორე ნახევარს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახური: 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია და პასუხისგებაში მიცემულია 30 პირი