„ასეთ წესიერ და პატიოსან ადამიანებზე დგას საქართველო“- მიხეილ სააკაშვილი ივერი მელაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა ივერი მელაშვილის მხარდასაჭერად. მან გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია, როდესაც ისინი უმატებდნენ ხალხს ხელფასებსა და პენსიებს, ხსნიდნენ ავტობანებს, უნივერსიტეტებსა და საავადმყოფოებს.

მათი კამპანია შეადარა დღევანდელი მთავრობის საარჩევნო კამპანიას, რომლებიც ატერორებენ, აშინებენ ხალხს, უდანაშაულო ადამიანებს ციხეში სვამენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ იცნობს ივერი მელაშვილს, ის მაინც დიდ პატივს სცემს მას და გმირსაც უწოდებს.

„ასეთ წესიერ და პატიოსან ადამიანებზე დგას საქართველო“- ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ასევე, იგი დარწმუნებულია, რომ სიმართლე იპოვის გზას, იგი ხალხს ბრძენს უწოდებს და სჯერა, რომ საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ყველამ ყველაფერი იცის.

„საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – მიწის გადაცემასთან დაკავშირებით ბრალდება პრაქტიკულად, სამშობლოს ღალატია, ამას გამჭვირვალე გამოძიება სჭირდება
შემდეგი სტატია“საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და აშშ მოხარულია, რომ პროცესის ნაწილია”