9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

“ასეთ სექსუალურ მანიაკებს ივრდომებს და ამრავლებს საკუთარ წიაღში ილია მეორის ფსევდო ეკლესია” – თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი გიორი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში მკაცრად აკრიტიკებს ქორეპისკოპოს, თეოდორე ჭუაძისა და დეკანოზ, მიქაელ ბოტკოველის გადაწყვეტილებას, რომელთა მიერ არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს მსახურების უფლება აღუდგინეს.
ტიგინაშვილის განცხადებით, აღნიშნული სასულიერო პირი წარსულში დასჯილი იყო მრევლის არასრულწლოვან წევრებთან გარყვნილი ქმედებების, სექსუალური შევიწროებისა და მრუშობის ბრალდებით.
მისი შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები ეკლესიის შიგნით სერიოზულ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.
თეოლოგი პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც საპატრიარქოს ხელმძღვანელობას, ისე იმ მრევლს, რომელიც, მისი თქმით, არ რეაგირებს სასულიერო პირების მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებზე.
“ქორეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) და დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მსახურების უფლება აღუდგინეს არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელიც დასჯილი ჰყავდათ მრევლის ბავშვებთან გარყვნილი (წულთმხრწნელობა) ქმედებებისათვის, ასევე სექსუალური შევიწროებისა და მრუშობისათვის.
ასეთ სექსუალურ მანიაკებს ივრდომებს და ამრავლებს საკუთარ წიაღში ილია მეორის ფსევდოეკლესია! ჰედონისტების, უწიგნურების, მოძველბიჭო ჯიბგირების, პერვერტებისა და ფსიქოპათოლოგიურად ავადმყოფი ადამიანების თავშესაფრად აქცია კრემლის ემისარმა “პატრიარქმა” იერარქია და სამღვდელოება!
თუმცა, ამაზე პასუხისმგებლობა აკისრია არა მხოლოდ საპატრიარქოს ბინძურ მენეჯმენტს, არამედ იმ ფარისეველ მრევლს, რომელსაც ოდნავადაც არ აწუხებს სინდისი და ბილწი მღვდლებისაგან იღებს ზიარებას და იმათთან ჰგზავნის საკუთარ ცოლსა თუ შვილებს “აღსარებაზე”. ამიტომ, წმინდა მისტიკური თვალსაზრისით, გარდა მორალური გაწბილებისა, მადლის ნაცვლად სასჯელს მოიმკის ყველა რიტუალური მატრაბაზი, ვისაც ქრისტეს დიდება ამ გარეწარი სამღვდელოების მიმართ ლოიალობაში ჰგონია.
მრევლის 98%-ს წარმოდგენა არა აქვს არც ბიბლიაზე, არც საეკლესიო სამართალზე, არც პატრისტიკაზე, არც ლიტურგიკაზე, არც ეკლესიის ისტორიაზე და არც დოგმატიკაზე. მხოლოდ ბრმა რიტუალიზმი, პაგანისტური თაყვანისცემა, საკუთარი პატივმოყვარული ეგოს დაკმაყოფილება და მდაბიო ელიტიზმი (“მამაო ჩემი ძმაკაცია ძმაო!”) ჰგონია ამ ხალხს ქრისტიანობა და შედეგებიც რომ სრულიად ფატალური აქვს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ესეც ხომ ფაქტია!
პ.ს. აქვე არ გამოგრჩეთ მიტროპოლიტ თეოდორეს სიტყვები, სადაც ის დაზარალებულ გოგონებს მიმართავს:”ნუ გავაბოროტებთ ეხლა ამ კაცს მთლად, ციხეში მაინც არავინ ჩასვამს და აწი აღარ ჩაიდენს მასეთ რამეებს, ნუ ყოველშემთხვევაში იმ ფორმით მაინც (ანუ პოზას შეიცვლისო!)”… შემდეგ ჟურნალისტს ეუბნება პედოფილ მღვდელზე: “ეს შიდაეპარქიული საკითხია და ჩვენ გადავწყვეტ, როგორც საჭიროდ ჩავთვლითო” – ე.ი. კრიმინალიზებული ქმედება გვარდება მიტროპოლიტთან, შსს-სა და სასამართლოს პირობებში კი არა!
“მეუფეო” და “მამაო” კი არა, თქვენ ქრისტიანობის პაროდისტებო! ციხეშია თქვენი ადგილი! და ეგ დროც აუცილებლად დადგება…”,– ამბობს თეოლოგი გიორი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ბარაკ ობამას დაკავებას ითხოვს
შემდეგი სტატიაჯო უილსონი – ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად