21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“ასეთ ქვეყანას გამოუხტა ირაკლი კობახიძე და ხელებს უპარჭყავდა” – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ რიტორიკას დასავლელი პარტნიორების, კერძოდ კი დანიის მისამართით.

ბექა კობახიძე დეტალურად აღწერს დანიის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, თავისუფალი და მაღალი ნდობის მქონე სახელმწიფოს მოდელს და აღნიშნავს, რომ ამ ფონზე ხელისუფლების ქმედებები ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს.

„ჰოდა, ასეთ ქვეყანას გამოუხტა ირაკლი კობახიძე და ხელებს უპარჭყავდა, თქვენო წესიერად არ იქცევითო. ჩლუნგი ქოციც, რომელსაც დანიას სიზმარშიც არ ანახებენ, ტაშს უკრავს ამას. ჩვენ რა დავაშავეთ, თან რომ გვითრევთ, თორემ თქვენ კი უნდა ჩაკვდეთ ამ წკვარამში“, — აცხადებს ბექა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიტყვიავი – ძევერის გზაზე ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა
შემდეგი სტატიარამდენი მეთორმეტე კლასელი ასრულებს წელს სკოლებში სწავლას