ასეთ მოკლე დროში, კაცმა თავი ასე გაიფარჩაკოს, იშვიათია” – ბიძინა ივანიშვილი ბურჭულაძეზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძის მიერ, მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს.

ივანიშვილის თქმით, ბურჭულაძემ ქართულ პოლიტიკაში რეკორდი დაამყარა.

“ქართველები მართლაც ნიჭიერები ვართ. ბურჭულაძემ მაგარი რეკორდები დაამყარა. ასეთ მოკლე დროში, კაცმა თავი გაიფარჩაკოს, როგორც მან, იშვიათია. სერიოზულად მის განცხადებებს ვერ ვუპასუხებ. ისინი ჩემს დებატებში ჩართვას ცდილობენ და ამით უნდათ, იმიჯი გაიუმჯობესონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას, “გირჩი” რამდენიმე დღის წინ გამოეყო. პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ “გირჩის” მიერ, ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან “გირჩი” ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდება.

banner
წინა სტატიაში“ეტყობა გაუჭირდათ და ისესხეს” – ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „ქართუ ბანკისგან“ მილიონის სესხების ფაქტზე
შემდეგი სტატია“იმდენად მშვიდი საარჩევნო გარემოა, რაღაც პერიოდში მეგონა, რომ არ ტარდებოდა არჩევნები”