ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება

შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით – ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ეკლესიაში მსახურება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

„შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება. სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე რა თქმა უნდა ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი“ – წერს ილია ჭიღლაძე

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადებებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას „ეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე.

banner
წინა სტატიაში27 ოქტომბერს “ზესტაფონობა 2019”-ის ფარგლებში რიგი ღონისძიებები გაიმართება
შემდეგი სტატია,,ძველბიჭური გინებებით მოგვიწოდებს დავეთანხმოთ და თუ ვინიცობაა და არ დავუჯერებთ თავად დაგვასრულებს ჩვენ