„ასეთ დროს ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ სტრატეგიულ პარტნიორს, ეს არის მორალურად და პრაგმატულად სწორი პოზიცია“ – გიგა ბოკერია

„პირდაპირ მიბმულია ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამ ჭაობიდან გაღწევის შანსები თუ რა მოხდება უკრაინაში.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს შეხვედრა არის ჩვენი სამოქალაქო პოზიციის ნაწილი, პარტიულსაც არ დავარქმევდი. ასეთ დროს ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ და ინფორმაციაც უნდა მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული მხარდამჭერისგან, უკრაინისგან, მაგალითს იძლევა მთელი უკრაინის საზოგადოება იმისა თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ხაზი გავუსვა, რომ ყველას ვისაც აქვს რაღაც კითხვის ნიშნები უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მორალურად აუცილებელი პოზიცია, თუ საკუთარ თავისუფლებას პატივს სცემ, მაშინ სხვისასაც უნდა სცემდე და მხარს უჭერდე , მაგრამ ამავე დროს პრაგმატულად იქ არ წყდება უკრაინის ბედი, პირდაპირ მიბმულია ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამ ჭაობიდან გაღწევის შანსები თუ რა მოხდება უკრაინაში.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ – მეუფე იაკობი
შემდეგი სტატია„ჩვენ ვიხდით ივანიშვილის რეჟიმის მოღვაწეობის ფასს“ – გიგა ბოკერია