27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

„ასეთ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს“ — ადვოკატი პოლიციელების ძალადობაზე

გორში, კომბინატის დასახლებაში, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ჯგუფურ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. უფლებადამცველი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედებები წამების ტოლფასია და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ.

ჩომახაშვილი პოლიციელებს სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და შეახსენებს, რომ მსგავსი სიმძიმის საქმეებზე მართლმსაჯულება დროსთან ერთად არ ქარწყლდება.

„ჩვენი მოქალაქეების მწამებელი ყველა პოლიციელი, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, ასეთი სახის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს წამება“, — აცხადებს ადვოკატი.

ამასთანავე, ირაკლი ჩომახაშვილი საზოგადოებასა და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, მეტი ნდობა გამოუცხადონ დაკავებული პირების ჩვენებებს და ყოველთვის მხოლოდ სამართალდამცველთა ოფიციალური ვერსიებით არ იხელმძღვანელონ.

„ყველგან ვიდეო ვერ იქნება, დაუჯერეთ ბრალდებულებს! ნუ უჯერებთ მხოლოდ პოლიციას“, — წერს ირაკლი ჩომახაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მანქანა მომიშვირესო” — როგორ დაიწყო გორში ბანკის თანამშრომლის ცემა
შემდეგი სტატია“მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ ფასადურია”- საია-ს თავმჯდომარე გორში პოლიციის ძალადობაზე