ასე ვერ გაგრძელდება – კუბილიუსი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე​

საქართველო ან პოლიტიკურ კრიზისს გადაჭრის ელჩი დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების მიხედვით, ან გარკვეულ საზღაურს გადაიხდის – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში, პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.

ონლაინ კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას დაეთმო და ევროპარლამენტარებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ჩვენ ძალიან ცხადი შეტყობინება უნდა გადმოგვეცა. ასე ვერ გაგრძელდება. საქართველო ან პოლიტიკურ კრიზისს გადაჭრის ელჩი დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების მიხედვით, ან გარკვეულ საზღაურს გადაიხდის, რადგან მისი პოლიტიკური ლიდერები კრიზისს ვერ გადაჭრიან. ეს არაფერი ახალი არაა. მეტი მეტისთვის და ცოტა ცოტასთვის. ეს არის ევროკავშირის პრინციპი აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ.” ამბობს კუბილიუსი.

მისივე თქმით, საქართველოში აუცილებელ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციონ. ასეტებად კი ევროპარლამენტარი კანონის უზენაესობას, არაპოლიტიზირებულ მარლთმსაჯულებასა და დემოკრატიის წინსვლას ასახელებს.

“იცოდეთ რომ ამას ევროკავშირი ძალიან დიდი ყურადღებას უთმობს. ქართველებმა ეს უნდა გაიგონ. საქართველოს ამ კრიზისიდან გამოსვლას ვუსურვებ, რათა ის უფრო ძლიერი და დემოკრატიული გახდეს.” ამბობს კუბილიუსი

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიააფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაღუპულთა ფოტომასალა