ასე თუ გაგრძელდა, ყველა ერის შვილი, ვინც წვერს ატარებს – პროტესტის ნიშნად გაიპარსავს

გუშინ ბართლომე, დღეს იაკობი – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ლიდერი, ნიკა მელია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს.

„ასე თუ გაგრძელდა, ყველა ერის შვილი, ვინც წვერს ატარებს – პროტესტის ნიშნად გაიპარსავს“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადებებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას „ეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე. მისივე თქმით, ამ შეხვედრას მეუფე პეტრეც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაში,,ძველბიჭური გინებებით მოგვიწოდებს დავეთანხმოთ და თუ ვინიცობაა და არ დავუჯერებთ თავად დაგვასრულებს ჩვენ
შემდეგი სტატიაგასაკეთებელია მარშრუტი მარტვილი-ჩხოროწყუ, ჩხოროწყუ-წალენჯიხა, წალენჯიხა-ზუგდიდი