ასე სუსტად მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს, დიდი ალბათობით, წამების შედეგია – ხაბეიშვილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტი დილეგში ჰყავთ ნაცვლად იმისა, რომ მისი განათლება და ენერგია ქვეყნის წინსვლა-განვითარებას ხმარდებოდეს.

“ჩემდა სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ასე სუსტად მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ მინახავს. დიდი ალბათობით, წამების შედეგია, რომელიც ამ ადამიანს გლდანის ციხეში განაცდევინეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის განათლებას, ტვინს, ენერგიას ვიყენებდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ტყვედ ჰყავთ, დილეგში ჰყავთ ფაქტობრივად გამოკეტილი და ამ ადამიანის ჯნმრთელობასა და სიცოცხლეს, სამწუხაროდ, საფრთხე ემუქრება”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ მთავარი სასაუბრო თემა ის მძიმე სოციალური ყოფა იყო, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ცხოვრება.

“თვეზე მეტია არ მინახავს და მისი მთავარი ინტერესი იყო გაძვირებული ფასები, ახალი წელი მოდის და წუხს, რომ ადამიანებს ელემენტარული პირობები არ აქვთ, რომ ახალ წელს შეხვდნენ. წუხს იმის გამო, რომ ყოველდღიურად ტელევიზორში ხედავს და აანალიზებს, რომ კატასტროფულად იზრდება ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ყოველდღიურად უწევს ამ გაჭირვების ყურება და ამასობაში ეს ადამიანი ვერაფერს აკეთებს იმიტომ, რომ თვითონ არის ტყვედ, თავად არის მძევლად, თავად არის წამების ქვეშ და უმძიმს ამ რეალობის ყურება”, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – ვერ გეტყვით, სააკაშვილს შერიგება როგორ წარმოუდგენია, ალბათ შეთანხმებაზე საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები გვექნება
შემდეგი სტატიაპარლამენტში მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა