ასე სწრაფად რატომ დადგა სიკვდილი მაშინ, როდესაც გადაწყვეტილი იყო მისი გადაყვანა – ადვოკატი მაჩალიკაშვილზე

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი წესით ექსპერტიზამ უნდა გასცეს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა კი, სიკვდილის მიზეზის დადგენას ეხება.

„ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს. სროლის ტრაექტორია, ასეთი გარდაცვალების მიზეზი, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე მოლაპარაკება გვქონდა და გადაწყვეტილი იყო მისი გადაყვანა, ასე სწრაფად რატომ დადგა სიკვდილი. მრავალი სხვა კითხვები, რომელიც ჩვენ დავუსვით ექსპერტიზას,“ – აცხადებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისში ექსპერტიზის დასრულებისთანავე გადაასვენებენ. მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშიექიმის ინფორმაციით, გამთენიისას სამჯერ მოახერხეს მაჩალიკაშვილის გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, ეს ვეღარ მოხერხდა
შემდეგი სტატიაიმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამაშია ჩართული – კაპანაძე პანკისის სპეცოპერაციაზე