ასე სააკაშვილი ცოცხალი ვერ გადარჩება, გეუბნებით და მერე არ თქვათ, რომ არ გაგიგიათ – გვარამია

„ამ ვითარებაში, სააკაშვილი ცოცხალი ვერ გადარჩება, გეუბნებით და მერე არ თქვათ, რომ არ გაგიგიათ“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს.

მისი თქმით, როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა ქნას იმისათვის, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. ჩემთვის, არამხოლოდ ადვოკატისთვის, ამ ყველაფრის ყურება უკვე შეუძლებელია. ყველას კეთილგონიერებისკენ და იმ ყველაფრის გაკეთებისკენ მოვუწოდებ, რაც ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. სიტყვა „ყველაფერში“ კი ვგულისხმობ ყველაფერს, ყვე-ლა-ფერს! მიხეილ სააკაშვილი გარედან, სიტუაციის გადაწყვეტის გარეშე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისგან და ციხის გარეთ მყოფი ქართული საზოგადოებისგანაც, ცოცხალი ვერ გადარჩება. თუ ჩვენ გვინდა, რომ წავუყრუოთ ამას, აგერ გეუბნებით და მერე არ თქვათ, რომ არ გაგიგიათ. მე მის გადარჩენას ვითხოვ. ამის ფორმებთან დაკავშირებით, საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. აქ, ამ ვითარებაში, ეს ადამიანი ცოცხალი ვერ გადარჩება“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისი სიტყვით, საქართველოს საპატრიარქო „რუსეთის მეხუთე კოლონაა“, ვინაიდან იგი ყველაფერია სიკეთის მქადაგებელი ორგანიზაციის გარდა.

მისი შეფასებით, ყველაფერი, რაც რუსეთს ეწინააღმდეგება, საქართველოს საპატრიარქოს თავის პერსონალურ მტრად მიაჩნია.

„სასულიერო პირებისთვის, ზოგადად, ასეთია, რომ ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი ღირებულება და ფასეულობა. მით უმეტეს, უსამართლოდ დევნილთა, რომ არის ეს ცათასასუფეველი უნდა იცოდნენ ჩვენმა სასულიერო პირებმა. სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო, ანუ ადმინისტრაცია და არა ქართული ეკლესია, ყველაფერია სიკეთის მქადაგებელი ორგანიზაციის გარდა. ეს არის რუსეთის მეხუთე კოლონა, ჩემი აზრით. დღეიდან ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რასაც უკრაინასთან დაკავშირებით ან ლაპარაკობენ ან ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, ახლა მაინც ხომ შეიძლება, რომ იყოს ტომოსი წაკითხული. ეს არის რუსული მე-5 კოლონა, რომელსაც ყველაფერი, რაც რუსეთს ეწინააღმდეგება, მიაჩნია თავის, პერსონალურ მტრად. ამაში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაც და ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის პირადი პატიმრობაც შედის“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიტვერში, თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი იყო ერთგვარი შემობრუნების წერტილი – ელისაშვილი