“ასე ქვეყანას ვერ ააგუგუნებენ”- ირმა ნადირაშვილი პრემიერსა და პარლამენტს მიმართავს

პარლამენტში დღეს სხდომის ჩაშლას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ასეთი სიტუაცია მათთვის მიუღებელია. ნაციონალური მოძრაობის წევრები უმრავლესობას რეგისტრაციის დროს ხმების გაყალბებაში ადანაშულებენ.

„პირველ რეგისტრაციაზე 11 ხმა გააყალბეს, ადამიანები არ იყვნენ და ისე გაატარეს რეგისტრაცია, როდესაც პროტესტი გამოვთქვით, შემდეგ ამ ადამიანების რიცხვმა ცოტა მოიკლო. ჩვენ გვყავს უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც მთავრპბა მოდის, თანამდებობებია გასანაწილებელი, ან პრეზიდენტთან აქვს რამე გასაყოფი, ან შესაქები. მინდა პრემიერმინსტრსა და პარლამენტის უმრავლესობას ვუთხრა, რომ ასე ქვეყანას ვერ ააგუგუნებენ,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

უმცირესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

 

banner
წინა სტატიაში„მთავრობას კრიზისების მართვის საბჭო სჭირდება, როგორც ბერკეტი საზოგადეობის კეთილდღეობისთვის“
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ოპოზიციიდან კოლეგებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, თუმცა დარბაზში იმყოფებოდნენ