“ასე მომიტაცეს და სად მივყავარ არ ვიცი”-რუსთაველის გამზირიდან ირაკლი ნადირაძე რამდენიმე პოლიციელმა გაიყვანა

რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ენმ-ს წევრთა შორის თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძეც არის. ის ტერიტორიიდან რამდენიმე სამართალდამცავმა გაიყვანა.  როგორც დაკავებისას ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, მისი აყვანა მაშინ მოხდა, როდესაც ის ნიკა მელიას დახმარებას ცდილობდა.

„ყელში უჭერდნენ, ახრჩობდნენ. ვეცადე, რომ ყელში, რომ უჭერდნენ გამეშვებინებინა. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო. ამის ნაცვლად ასე მომიტაცეს და სად მივყავარ არ ვიცი. აქ ვარ მოსული როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც 4 შვილის მამა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს შვილმკვდარი მამების აქციას, რომლებიც ითხოვენ დამნაშავეების დასჯას,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავებმა მას დაკავების მიზეზი არ განუმარტეს.

banner
წინა სტატიაშიშსს პარლამენტთან განხორციელებულ დაკავებებზე პირველ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა