„ასე ხდება, როცა ვინმე ბარბაროსებს ამშვიდებს, მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი“ – ტუსკი უკრაინაზე რუსეთის იერიშებს გამოეხმაურა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის ქალაქებზე რუსეთის იერიშებს გამოეხმაურა და ირიბად გაკიცხა შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომში მისი ბოლო ნაბიჯების გამო.

„ასე ხდება, როცა ვინმე ბარბაროსებს ამშვიდებს. მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, – წერს ტუსკი X-ზე.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიას. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის 7 ბავშვია.

ხარკოვის ოლქში რუსების მხრიდან დაბომბვას კი სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო შვიდი დაშავდა.

Time-ის წყაროების თანახმად, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რუსეთს ფრონტის მთავარ ნაწილზე წინსვლაში დაეხმარა და გამოიწვია მრავალი უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილი ბოლო დღეებში.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა
შემდეგი სტატია„პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობით დაინტერესებული არ არის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სამხედრო მხარდაჭერა“ – კალასი უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა