,,ასე ესმით დემოკრატია, დებატებიც ასე ესმით, რომ მარტო თვითონ უნდა ილაპარაკონ”-გიორგი აბაშიშვილი

აქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გუშინ, პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით პირველ განცხდებას აკეთებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ გიორგი მარგველაშვილს დებატებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა, რითიც “ბეჭედი დაარტყა” პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც ის ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციების პრობლემებზე საუბრობდა:
“არანაირი ფორმატის შეცვლა პრეზიდენტს არ გადაუწყვეტია. უმრავლესობამ მანამდე თვითონ გააკეთა განცხადებები, რომ უნდა ყოფილიყო დებატები და თითქოს პრეზიდენტი იყო წინააღმდეგი დებატების- მე გეუბნებით წინა დღეებში რა განცხადებებიც კეთდებოდა. მაშინ გავაკეთეთ ჩვენ განცხადება, რომ მზად ვიყავით დებატებისთვის. შესაბამისად ეს იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი პროცესი. პრეზიდენტს უნდა ეპასუხა კითხვებზე, იმ ბრალდებებზე, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ დაისვა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტს არ მისცეს საშუალება, დებატების ფორმატის საშუალება პრეზიდენტს არ მისცეს.
ორი სერიოზული პრობლემა იყო. პირველი ის, რომ უბრალოდ პრეზიდენტის ნათქვამი ვერ აღიქვეს მთლიანობაში და მერე ვისმენით კომენტარებს, რომ თურმე პრეზიდენტს არ ულაპარაკია უმუშევრობაზე, თურმე პრეზიდენტს არ ულაპარაკია ოკუპაციაზე. სად იყვნენ ეს დეპუტატები არ უსმენდნენ? აბსოლუტურად მათი პრობლემაა იმიტომ, რომ ეს იყო სრული მესიჯური განცხადება პრეზიდენტის, უმნიშვნელოვანეს თემებზე და ადამიანები, რომლებიც დარბაზში ისხდნენ, ვერ გაიგეს, არ ისმენენ, მე მგონი სმენის პრობლემა აქვთ სერიოზული.
პრობლემა სინამდვილეში კომპლექსურია – სინამდვილეში ასე ესმით დემოკრატია, რომ ერთი პარტიის ძალაუფლება უნდა იყოს, ერთი პარტიაა ჭეშმარიტება, ერთმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს. ისინი სხვა პოლიტიკურ სივრცეს არ ტოვებენ. დებატებიც ასე ესმით, რომ მარტო თვითონ უნდა ილაპარაკონ, ასე გააქრეს პოლიტიკური სპექტრი საქართველოში. ასე ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს საქართველოში.
ის, რა საფრთხეების შესახებაც გუშინ პრეზიდენტი საუბრობდა, დაახლოებით ერთ საათში ქართულმა ოცნებამ , პრაქტიკულად ბეჭედი დაარტყა პრეზიდენტის სიტყვას. ” განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა “კურიერის” ეთერში საუბრისას.
რაც შეეხება მმართველი გუნდის კრიტიკას პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, რომ მან არჩილ ტატუნაშვილი არ ახსენა, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი იყო პირველი ვინც პირველმა დაიწყო ამაზე ლაპარაკი.
გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ ერთი მიზეზით არ მისცეს უფლება, რომ ესაუბრა, ეს არის შიში

banner
წინა სტატიაშიწვევამდელი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეძლებენ
შემდეგი სტატიაშოთა შალელაშვილი : ეს არის კომპრომისი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას სომეხ ხალხს!