“ასე არ არის, რომ მამიკინსმა თქვა და ჩვენ დავტრიალდით და გავაკეთეთ სტრუქტურული ცვლილებები” – გიორგი ვოლსკი

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას უშიშროების სამსახურის რეფორმას სთხოვს. ბრიუსელი თბილისს მოუწოდებს, სუს-დან ანტიკორუფციული სამსახური გამოყოს.

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს “ობიექტურს” უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. თუმცა, ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების რეკომენდაცია არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მსჯელობის გარეშე გაატარებს მითითებულ რეფორმებს.

„რეალობაში ეს არის ობიექტური მოხსენება. ეს არის საექსპერტო შეფასება, შეხედულებები, რომელზეც მსჯელობაა საჭირო. ასე არ არის, მამიკინსმა თქვა და უცებ ჩვენ დავტრიალდით და გავაკეთეთ სტრუქტურული ცვლილებები, მაგრამ, როგორც ყოველთვის, საინტერესოა მოხსენება. ევროკავშირის მომხსენებელი საინტერესო დასკვნებს აკეთებს. მან საკმაოდ დიდი ხანი ექსპერტების ფართო ჯგუფთან ერთად იმუშავა. ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურია ის სტრუქტურა, რომელიც მუშაობს. ხელოვნური გამოყოფები და დაყოფები არ მგონია, რომ მოგვიტანდეს რაიმე პოზიტიურ შედეგს, თუკი ამის უკან არ იქნა გარკვეული გონიერი სტრატეგიული გეგმა,“ – ამბობს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენებში იქნება “გრიგოლ ვაშაძე – “ძალა ერთობაშია”