ასდის საშინელი სუნი, აქვს სამი დღის გარდაცვლილის კანი – ადვოკატი სააკაშვილზე

ასდის საშინელი სუნი, აქვს სამი დღის გარდაცვლილის კანი, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სახეზე პიგმენტები და ლაქები აქვს.

“ვიზუალურად, სუნით და ხელებით კონტაქტის დროს, პატიმარს ასდის სუნი;

ხელებზე და კანზე ორი-სამი დღის გარდაცვლილის ფერი აქვს;

ხელები აქვს ორი-სამი დღის გარდაცვლილის მსგავსად დამჭკნარი, კუნთები კი – გალეული;

არის პიგმენტები და ლაქები სახეზე;

ადამიანი სახეზე გაშავებულია, იმ პალატაში ფანჯარა ოდნავ იღება, მაგრამ ასდის რაღაც საშინელი სუნი, რაღაც ინტოქსიკაცია მიმდინარეობს ორგანიზმში, ფაქტია, რაღაც ხდება…

როგორც მე გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, ეს შეიძლება იყოს აზოტი, ან სხვა რაღაც პროცესები მიმდინარეობს…

ფაქტი ერთია, რომ მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა. მაგალითად, სიცხემ აუწია – მისცემენ სიცხის დამწევს, წნევამ აუწია – მისცემენ წნევის დამწევს, მაგრამ ისეთი პროცედურები, რომ მთლიანად ორგანიზმმა იმუნური პროცესი დაიწყოს და მერე თვითონ უმკურნალოს სხვა სიმპტომებს, არ ტარდება და ვერც ჩატარდება.

ეს სასამართლო პროცესი არ იქნება მარტივი გასეირნება და შესაძლოა, უპრეცენდენტოც იყოს ევროპაში”, – აცხადებს ხაჭაპურიძე.

შალვა ხაჭაპურიძე :ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ სასამართლო პროცესისთვის მომზადებულია 25 შეკითხვა, რომლებზეც მეორე მხარეს პასუხის გაცემა მოუწევს. ადვოკატი ამბობს, რომ ეს შეკითხვები სტრასბურგის 200 პრეცენდენტული საქმის შესწავლის შედეგად დაიწერა – იმ საქმეების მიხედვით, რომლებიც სახელმძღვანელოდ ითვლება იურისპრუდენციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია „თინეთი“ რვა წამყვან პლატფორმას გააერთიანებს
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 36 650 ჯარისკაცი დაკარგეს – უკრაინის გენშტაბი