ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შეტყობინების გამო, თბილისის 2 სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ავრცელებს.

“ბავშვმა დამირეკა, სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდაო. 41-ე სკოლაში შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ. მშვიდობაა ქვეყანაში”, – წერს მარი კორკოტაძე.

ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ევაკუაცია ყაზბეგის ქუჩაზე, ევროპულ სკოლაშიც გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს
შემდეგი სტატიაიზა ომაძე: ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა შენობაში ჩემმა ნიკომ კედლიდან ღიმილიანი სახით გაგვამხნევა..