ასანჟმა პირობა დადო, რომ ჰილარი კლინტონს მასალებით “დაასამარებს”

41WikiLeaks-ის დამაარსებელმა ჯულიან ასანჟმა უახლოეს მომავალში ვიდეოპრეზენტაცია დააანონსა, რომელიც ბერლინში ჩატარდება -ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ ახალი მონაცემები, რომლის გასაჯაროვება მოხდება, “ოქტომბრის სიურპრიზი” გახდება, რომელზეც ასანჟმა ჯერ კიდევ აგვისტოში ისაუბრა. მაშინ მან განაცხადა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღამდე მისი ორგანიზაცია მნიშვნელოვან მასალებს გამოაქვეყნებს ჰილარი კლინტონის საარჩევნო კაპმანიასთან დაკავშირებით.

WikiLeaks-ის “ტვიტერ” ბლოგიდან გამომდინარე, შესაძლებელია, საუბარი იყოს ასანჟის ფიზიკური განადგურების შესახებ მსჯელობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, უპილოტოთი უნდა მომხდარიყო.
ჩანაწერები ჯერ კიდევ იმ პერიოდს ეხება, როცა კლინტონი აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტს ხელმძღვანელობდა, ამერიკის მთავრობა კი უკიდურესად შეწუხებული იყო ასანჟის საიტზე გამოქვეყნებული საიდუმლო ინფორმაციებით. ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ კლინტონმა თავისი სიტყვა ხუმრობით თქვა – პორტალი Townhall-ი წერს, რადგანაც, ამ პერიოდში აშშ-ს ადმინისტრაციაში აქტიურად განიხილავდნენ უპილოტოების საომარ მოქმედებებში გამოყენების ასპექტებს – გამოცემა წერს.

ავსტრალიელმა ჯულიან ასანჟმა WikiLeaks-ი 2006 წელს დააარსა. საიტზე სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციები იბეჭდება.

banner
წინა სტატიაშიქარიშხალი “მეთიუ” ჰაიტის სანაპიროს დაატყდა თავს
შემდეგი სტატიალინას ლინკევიჩუსი: საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას