ასანჟის თქმით, ობამას ადმინისტრაცია ტრამპს ლეგიტიმურობას ართმევს

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, იმით, რომ რუსეთს არჩევნების ჩარევაში ბრალს სდებს, არჩეულ ლიდერს, დონალდ ტრაპმს ლეგიტიმურობას ართმევს – “ვიკილიქსის” დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი თვლის – გაზეთ The Hill-თან ინტერვიუში თქვა.
“ისინი ცდილობენ თქვან, რომ ტრამპი არაკანონიერი პრეზიდენტია” – განაცხადა ასანჟმა.
ამასთანავე, შეკითხვაზე, იქონიეს თუ არა “ვიკილიქსში” გამოქვეყნებულმა მასალებმა არჩევნებზე გავლენა, მას ცალსახა პასუხი არა აქვს.

ასანჟის თქმით, WikiLeaks-ი, რომელიც საიდუმლო მასალების გამოქვეყნებით არის დაკავებული, რუსეთთან ან სხვა რომელიმე ქვეყანასთან არ თანამშრომლობს. “ჩვენი წყარო სახელმწიფო არ არის” – თქვა ჯულიან ასანჟმა.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა ინტერვიუ მისცა
შემდეგი სტატიაუკრაინა М16-ის წარმოებას იწყებს