„ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში“ – სესიაშვილი

„ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში“ – ამ განცხადებას ირაკლი სესიაშვილი აკეთებს. მისი თქმით, ოპოზიცია რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა. პოლიციამ კი ძალა მანამდე არ გამოიყენა, ვიდრე ამის აუცილებლობა არ დადგა. სესიაშვილი ამბობს, რომ იყო ძალის გამოყენების იძულებითი აუცილებლობა.

„პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით ძალადობრივი რეაქციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ჰქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, ის, რაც შემდგომ დამატებითი ძალის აუცილებლობა დადგა, იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში მოთმინებით იდგნენ,“-განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომას
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ – პრეზიდენტის პრესსპიკერი 20 ივნისის აქციის დარბევაზე