ასადმა სირიაში აშშ-ს დარტყმებზე კომენტარი გააკეთა

სირიაში, პროვინცია ხომსის სამხედრო აეროპორტის დაბომბვით აშშ-ს იმ ტერორისტული დაჯგუფებების საბრძოლო განწყობის ამაღლება უნდოდა, რომელსაც ის მხარს უჭერს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია – სირიის პრეზიდენტმა ბასარ ასადმა განაცხადა ირანის ლიდერთან ჰასან როუხანთან საუბარში – სააგენტო “სანა” ავრცელებს. ასადმა ასევე აღნიშნა, რომ ის სირიაში ტერორიზმის საბოლოოდ ამოძირკვას აპირებს.
ირანის პრეზიდენტმა, თავის მხრივ “აშშ-ს აღმაშფოთებელი აგრესიისადმი” პროტესტი გამოთქვა, რომელმაც სირიის სუვერენიტეტი დაარღვია, ასევე, დაარღვია საერთაშორისო კანონები და კონვენციები. მან დაადასტურა, რომ ირანი ასადის რეჟიმის მხარდაჭერას განაგრძნობს.

4 აპრილს სირიაში, იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ავიაციის მიერ განხორციელებულ ქიმიურ შეტევას 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე დაშავდა.
6 აპრილს აშშ-მ, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ქიმიურ შეტევაზე შური იძია და სირიის სამთავრობო ავიაცია 59 რაკეტით დაბომბა. რუსეთმა მომხდარს “სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია” უწოდა.

banner
წინა სტატიაში(video) ექსკლუზივი – ელისო კილაძე საკუთარი შვილის დაკავების სავარაუდო ვიდეოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაეგვიპტე: ორივე დღევანდელ აფეთქებაში 42 ქრისტიანი-კოპტი დაიღუპა