ასადმა რუსეთს სირიელების დაცვის გამო მადლობა გადაუხადა

სირიის ხელისუფლების მხარდამჭერი რუსეთი “არა მხოლოდ სირიელების და რუსების უსაფრთხოებას იცავს, არამედ, ევროპელებისასაც” – განცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა. ინფორმაციას სააგენტო “სანა” ავრცელებს.
ასადის თქმით, თუკი ევროპის ქვეყნებს დახმარება სურთ, მაშინ, მათ პირველ ყოვლისა, ტერორისტების მხარდაჭერა და მოსახლეობის ბლოკადა უნდა შეწყვიტონ. ასევე, “მათ უნდა გაიგონ, რომ კონფლიქტის გადაჭრა სირიელების ხელშია” – ხაზი გაუსვა ასადმა და რუსეთს მადლობა გადაუხადა სირიის სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში ალეპოს მოდელით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დააანონსა, რომელიც ადგილობრივი დროით 23.00 საათზე შედის ძალაში.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამამ რუსეთს კიბერშეტევების გამო სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატია142 კილოგრამიანმა შტანგამ ამერიკელი სპორტსმენი მოკლა