ასადმა ყველა საკითხზე მოლაპარაკებების გამართვის მზაობის შესახებ განაცხადა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ დამასკო სირიაში სიტუაციის დარეგულების საკითხები მზად არის მოლაპარაკებებზე გადაწყვიტოს, რომელიც ასტანაში გაიმართება. რაც შეეხება მის პირად პოზიციას, ის, ასადის თქმით, კონსტიტუციასთან არის კავშირში.
“ცხადია, ჩვენ მზად ვართ და ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი დელეგაცია მზად არის კონფერენციაზე წავიდეს, როცა მისი ჩატარების თარიღი გამოცხადდება. ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, შეზღუდვები არ არსებობს” – ასადმა თქვა ფრანგ ჟურნალისტებთან, რომლის ტექსტსაც სირიული სააგენტო “სანა” აქვეყნებს.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის საკითხებზე კონფერენცია, რომლის მომზადებაში რუსეთი და თურქეთი მონაწილეობენ, 23 იანვარს, ასტანაში შედგება.
ასადმა განაცხადა, რომ მის მიერ ლოიალური ძალები “გამარჯვების გზაზე არიან”, რომლის გადამწყვეტი მომენტი ალეპოში სირიის ძალების გამარჯვება გახდა. თუმცა, ასადის თქმით, ჯერჯერობით ადრეა საუბარი სრულ გამარჯვებაზე. “გამარჯვება მაშინ დადგება, როცა ყველა ტერორისტი განადგურდება” – განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.
შეკითხვაზე, ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ, პრეზიდენტმა ასადმა უპასუხა, რომ “ასეთია ხალხის განთავისუფლების ფასი”.

banner
წინა სტატიაშიანკარა ტრამპს აიძულებს გიულენი გადასცეს და ქურთებს მხარი არ დაუჭიროს
შემდეგი სტატიადაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”-პარტიის ოფისში ლიდერები იკრიბებიან