ასადმა იდლიბის ქიმიურ შეტევას “ფაბრიკაცია” უწოდა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ფაბრიკაციაა იმისათვის, რომ სამთავრობო ჯარებზე დარტყმა განეხორციელებინათ – დღეს Reuters-ი ავრცელებს. სირიელმა ლიდერმა ივარაუდა, რომ ინციდენტი დადგმული იყო ამერიკული დარტყმების გასამართლებლად. მისი თქმით, სამთავრობო ჯარებს ქიმიური იარაღი არა აქვთ: 2013 წელს ის ქვეყნიდან სრულიად გაიტანეს. ასადის თქმით, დამასკო ინციდენტის გამოძიებას მხარს უჭერს – ეს სირიის ლიდერის პირველი კომენტარია 4 აპრილის შემდეგ.

banner
წინა სტატიაში(video) ბერძენიშვილი: „ოკუპაციაც მოხდება, ის ტერიტორიებიც არ დაბრუნდება
შემდეგი სტატია(video) რას ეძახიან “ბომბების დედას” – GBU-43