ასადმა აღმოსავლეთ გუტაში წინა ხაზი ინახულა

სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა აღმოსავლეთ გუტაში, რომელიც დამასკოსთან ახლოს მდებარეობს, წინა ხაზზე მებრძოლი მეომრები მოინახულა -ამის შესახებ ინფორმაცია 18 მარტს Al-Masdar News-მა გაავრცელა.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა, სირიის ლიდერი მეომრებს, კერძოდ კი, ტანკისტებს შეხვდა და ესაუბრა. შეხვედრა დასახლებულ პუნქტ ჰამურიას ფრონტზე შედგა, რომელიც სამთავრობო არმიის მეომრებმა ოპოზიციონერებისგან რამდენიმე დღის წინ გაანთავისუფლეს.

სირიის არმიის აღმოსავლეთ გუტაზე თავდასხმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, მათ, ქალაქის დაახლოებით 80% აქვთ დაბრუნებული.

banner
წინა სტატიაშიაღმოჩენილია ფულის მომპარავი პროგრამა ანდროიდისთვის
შემდეგი სტატიაცირკის მსახიობი სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა