ასადის რეჟიმს რაკეტები კვლავ დაუშინეს

ბაშარ ასადის რეჟიმის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, 17 აპრილს, შუაღამის შემდეგ, ჰუმუსში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასადის რეჟიმისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ ვისი მხრიდან მოხდა ეს თავდასხმა.
ასადის არმიის განცხადებით, ასეთივე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა დამასკოში მდებარე დუმეირის სამხედრო საჰაერო ბაზაზე, სადაც, რეჯიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების უმრავლესობა ჩამოგდებულ იქნა.

banner
წინა სტატიაშირაზე ისაუბრეს პუტინმა და მერკელმა?
შემდეგი სტატიარუსეთის სამთავრობო უწყებამ 20 მილიონი მისამართი დაბლოკა 24 საათში