ასადის რეჟიმმა სკოლის ბავშვები დახოცა

სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდამჭერმა ძალებმა, დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ გუტას რაიონში მდებარე გისრინის დასახლებაში მოქმედ სკოლაზე, რომელიც ე.წ. “დაძაბულობის შემცირების” ტერიტორიაზეა და ოპოზიციის კონტროლქვეშ არის, ნაღმტყორცნებიდან თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 3 ბავშვი, ხოლო 15 მოსწავლე კი დაიჭრა.

არაბული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები სასწრაფო მანქანებით გადაიყვანეს ახლო მდებარე საველე ჰოსპიტლებში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დასახლება, რომელშიც 4 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს, კარგა ხანია ხელისუფლების მხრიდან ბლოკადაშია და მას არც წყალი მიეწოდება და არც ელექტროენერგია.

აღმოსავლეთ გუტა დეესკალაციის ზონაში მიმდინარე წლის 22 ივლისიდან შევიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას ხშირად ესხმიან თავს რეჟიმის ძალებიც და მისი მხარდამჭერი ფორმირებებიც.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მე ვიქნები ერთ-ერთი ვინც “ლაზიკას” გახსნის
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას გრიგოლეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა